გიორგი ბაჩიაშვილი „ვივამედში“ 11 ივლისს მოიყვანეს, ჰქონდა სხვადასხვა სახის დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში, კვლევების შემდეგ, ექიმის რეკომენდაციით, დაბრუნდა პენიტენციურ დაწესებულებაში - ზურაბ ჩხაიძე

14 ივლისი 2025, 14:13 145 ნახვა

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი კლინიკაში 11 ივლისს შეიყვანეს.

როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილს სხვადასხვა სახის დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა. მისივე თქმით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და ექიმის რეკომენდაციით, დაბრუნდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

„პაციენტი პენიტენციური დაწესებულებიდან მოყვანილ იქნა 11 ივლისს. ჰქონდა სხვადასხვა სახის დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში. გაუკეთდა აუცილებელი ინსტრუმენტალური კვლევები. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კონსულტირებულ იქნა ექიმი ნევროლოგის მიერ. კატე კვლევაზე რაიმე სახის დაზიანება ნანახი არ იქნა და ექიმის რეკომენდაციით, დაბრუნდა პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობს ქვეშ. იყო ღია ჭრილობაც და სხვადასხვა სახის დაზიანებები სხვადასხვა არეში, მძიმე რომ ყოფილიყო, სტაციონარში დარჩებოდა პაციენტი. მისი მდგომარეობა შეესაბამებოდა იმას, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს იყო ექიმების გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში