შეთანხმება “ლელო-ძლიერი საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის შორის

15 ივლისი 2025, 11:44 142 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“  4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აჭარაშიც  საერთო ბრძოლას აცხადებენ. ლელოს წევრი გენო თებიძე ამბობს, რომ მათ აქვთ პოლიტიკური თანამშრომლობის გამოცდილება, რასაც კიდევ ერთხელ ისევ “ქართული ოცნების” დასამარცხებლად გამოიყენებენ.

მისი თქმით, მათი კარი ღიაა ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გაცხადებულად უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. გახარია საქართველოსთვის წევრებს ბათუმში თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჯერ კომენატრი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი პარტიამ “გახარია საქართვრლოსთვის” და კოალიცია “ლელო-ძლიერმა საქართველომ” გუშინ გააფორმეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი