პრემიერ-მინისტრის განცხადება

03 დეკემბერი 2025, 17:41 116 ნახვა

ბიბისის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად საქართველოს ხელისუფლება ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც მიმართავს - ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  

სიუჟეტს სადაც ნათქვამია , რომ საქართველოს შს სამინისტრომ მიტინგის დაშლისთვის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება გამოიყენა, კობახიძემ კიდევ ერთხელ სიყალბე  და ცილისწამება უწოდა და განაცხადა, რომ ნივთიერება კამიტი შს სამინისტოს არასდროს, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც არათუ არ გამოუყენებია, არც კი შეუძენია.

პრემიერ მინისტრი ირწმუნება, რომ  ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ,რომელიც საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაღვივებასა და ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გაგრძელებას ისახავს მიზნად.

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ წყლის ჭავლში ნივთიერება იყო გარეული ,თუმცა რომელი არ დაუკონკრეტებია, თქვა ,რომ მთავარი ის არის აკრძალული იყო თუ არა გარეული ნივთიერება.

დეტალები კი კობახიძის განმარტებით ,საზოგადოებისთვის ცნობილი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში