სოფელ გიორგიწმინდასთან, მიწის მასის ჩამოსვლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

16 ივლისი 2025, 09:54 209 ნახვა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელი გიორგიწმინდა) მიწის მასა ჩამოვიდა. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, მიწის მასის ჩამოსვლის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი