ევროპის დღეები ქუთაისში

25 ოქტომბერი 2025, 20:16 122 ნახვა

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში ევროპის დღეები აღინიშნება. დღეს ღონისძიებები საფეხმავლო ტურით დაიწყო და საგანმანათლებლო თამაშებით გაგრძელდა. დავით აღმაშენებლის გამზირზე ასევე მოეწყო მწვანე კუთხე, სადაც გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თოჯინების თეატრიც, რომლის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებები იყო. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  დაეგემოვნებინათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდიდარი სამზარეულო. ევროპის დღეები საზეიმო კონცერტით 21:00 საათზე დასრულდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე