მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ განახლდა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი. სიაში კვლავინდებურად პირველ ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე, მეორე ადგილს იკავებს „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი, მესამეზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ვიტინია.
ტოპათეულში ასევე შედიან: რაფინია (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე და „პარი სენ-ჟერმენის“ ოთხი ფეხბურთელი: დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია და ნუნუ მენდეში. „ოქროს ბურთის“ ნომინანტების სიას ჟურნალი „ფრანს ფუტბოლი“ აგვისტოში გამოაცხადებს, ხოლო დაჯილდოვების ცერემონია 22 სექტემბერს პარიზში გაიმართება.