აჭარის მთავრობის მიზანი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა - სულხან თამაზაშვილი

21 ივლისი 2025, 09:07 252 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტები.

ქედის მუნიციპალიტეტში შენდება თანამედროვე სტანდარტების, საფეხმავლო 87 მეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც სოფელ ზვარეს, ვაიოსა და კავშტას 250-მდე ოჯახს დააკავშირებს.

„აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წელს, 100 კილომეტრზე მეტი საგზაო მონაკვეთი არის სრულიად რეაბილიტირებული და ლოკალურად მუდმივად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მართლაც ისტორიული პროექტია ხულო-ზარზმის მონაკვეთი, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზე გახლავთ და მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და განვითარებას“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. გაზის ცენტრალური მაგისტრალი შენდება ზარზმა-რიყეთის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირით აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 27 100
აბონენტი ისარგებლებს.

ასევე, მიმდინარეობს წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტი. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია დაბა ქედაში.

„პროექტის დასრულების შემდეგ 39 სოფლის 40 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების
კომუნალური მომსახურებით“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი