იალონის შემოქმედებითი ტური საქართველოს რეგიონებში

31 ივლისი 2025, 11:51 274 ნახვა

ხულოში ანსამბლ ,,იალონის" შემოქმედებითი ტურის ფარგლებში ფოლკლორული კონცერტი ჩატარდა. გოგონათა გუნდთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ შუახევის ანსამბლები: ნაი, ფესვები და მარეთი. მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდებმა შეასრულეს როგორც ინდივიდუალური ასევე ერთობლივი ნომრები მათ შორის ექსპრომტად შესრულებული შაირები.

ანსამბლი იალონი აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში კონცერტების პარალელურად გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ შემსრულებლებთან, მოისმენს და ჩაიწერს მათ მიერ შემონახულ ფოლკლორულ მასალებს. ანსამბლ „იალონთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი სხვადასხვა ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. პროექტი სექტემბერში სამეგრელოში და ოქტომბერში გურიაში გაგრძელდება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი