კიევზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

31 ივლისი 2025, 14:23 149 ნახვა

უკრაინის დედაქალაქ კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე  გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ექვსი წლის ბავშვია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცი ამოიყვანეს. დაშავებულთა რაოდენობა 80 აჭარბებს.  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას ღამით 300-ზე მეტი დრონითა და რვა რაკეტით შეუტია.

ზელენსკის თქმით, თავდასხმების შედეგად დაზარალდა დნეპრის, პოლტავის, სუმის, ნიკოლაევისა და კიევის რეგიონები. „ახალი საჩვენებელი მკვლელობები. ამიტომ, ძალის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. მოსკოვის მშვიდობისკენ იძულება, მათი ნამდვილ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა – პარტნიორებს ამისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვთ. ჩვენ ველით, რომ ყველაფერი, რასაც ახლა აშშ და ევროპა ამ მიზნით ახმოვანებენ, განხორციელდება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი