ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს - პრემიერი

11 აგვისტო 2025, 13:29 189 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და  არიან შედარებით მცირე პარტიები.

„ჩვენ მთლიანად ვართ კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ უკვე, როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს“, –  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერობის თითოეული კანდიდატი შეირჩა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად.

„კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია, უკვე ბილბორდები და ბანერებიც არის გამოკრული. დღეს შემაჯამებლად ერთიან სიას გავაცნობთ საზოგადოებას, საერთო სურათი არის ის, რომ მოქმედი მერების, ან მერის მოვალეობის შემსრულებლების ნახევარზე მეტი, კვლავაც იქნებიან წარდგენილი კანდიდატებად მერის პოზიციაზე, თუმცა გვეყოლება ახალი სახეები. თითოეული კანდიდატი შერჩეული იქნა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი. ვფიქრობ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი