შეხვედრა ანაკლიის ბანაკში 

18 აგვისტო 2025, 09:58 105 ნახვა

კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები  და სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხები, რომლებზეც განათლების მინისტრის მოადგილემ და თსუ-ს რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს. 

სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ანაკლიის ბანაკში სტუმრობისას იმსჯელეს. გარდა ამისა სტუდენტებს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატსაც მოიცავდა. 

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში