ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორი ქართველი ფალავანი მედლისთვის იბრძოლებს.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა ნახევარფინალში პანამერიკის მოქმედ გამარჯვებულთან, ჯასტინ ლი რადემაჩერთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქესთან დამარცხდა გოგა ოთინაშვილი, თუმცა მისი ოპონენტი ფინალში გავიდა, რის შედეგადაც ის რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.