მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ

19 აგვისტო 2025, 10:00 93 ნახვა

მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა.

სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა სამი მოციქული: იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება და ხილი იკურთხება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში