პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისთვის ტყის ხანძრების პრევენციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

19 აგვისტო 2025, 10:21 435 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის უბანში, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მეტყევეებთან ერთად,  ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა, ტყეში გადაადგილების წესების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უდიერად დატოვებისა და ხანძრის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღება.

შეხვედრის ბოლოს, ახალგაზრდებმა ტყის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ჯუმბერ აბულაძე ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში