2025 წლის რთველის წარმატებულად ჩატარების მიზნით, დამატებით, რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდება

19 აგვისტო 2025, 10:54 136 ნახვა

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სახელმწიფო აგრძელებს მევენახე ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით. რთველის დაწყებისთანავე ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების შეკითხვებსა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება. დამატებითი ცხელი ხაზი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს; შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში