ქართველი კალათბურთელები ისევ დამარცხდნენ, ამჯერად ჩეხეთთან 

20 აგვისტო 2025, 09:16 92 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში ადგილობრივ გუნდთან საკონტროლო მატჩი გამართა. ეს იყო „ჯვაროსნების“ ბოლოსწინა ამხანაგური შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის წინ. მატჩი დახურული იყო. ჩეხეთმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და საბოლოოდ 103:83 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებოდა თორნიკე შენგელია, რომელიც ესპანეთშია და ჯანმრთელობის გამო გუნდთან ერთად არ იმყოფება. თუმცა ექიმების განცხადებით შენგელია ევრობასკეტზე ნაკრებთან ერთად აუცილებლად იქნება.

მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა დაასვენა სანდრო მამუკელაშვილი. მისი და შენგელიას არყოფნაში სასტარტო ხუთეული ასეთ გამოიყურებოდა: კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და გოგა ბითაძე.

ბოლდუინის ანგარიშზე 14 ქულა და 9 პასი იყო; 17-17 ქულით დაასრულეს შეხვედრა შეცვლაზე შესულმა დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა; 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გოგა ბითაძეს; 8 ქულა – ბექა ბურჯანაძეს. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს ისევ ჩეხეთთან, 21 აგვისტოს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი