საერთაშორისო ტურნირი კრივში

23 ნოემბერი 2025, 14:05 82 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლე ორი დღის მანძილზე მასპინძლობდა კრივში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების რევაზ ბასილიას და შაქრო ხუდოიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს კრივში.

შეჯიბრება 2010-2011 და 2012-2013 დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა. აჭარის ნაკრებთან ერთად ტურნირში მონაწილეობდნენ მოკრივეები ფოთიდან, სენაკიდან და ისრაელიდან.

ორდღიანი პაექრობის შემდეგ გამოვლენილი ჩემპიონ-პრიზიორები შესაბამისი სინჯის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში