აჭარის პირველობა ბადმინტონში

23 ნოემბერი 2025, 14:03 108 ნახვა

აჭარის პირველობა გაიმართა ბადმინტონში, რომელსაც ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრება 13 და 15 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გაიმართა. შეჯიბრებაში 30 სპორტსმენი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი აჭარის ბადმინტონის ფედერაციისა და ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში