უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმების ფონზე, მათი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილის მიხედვით, ამ ნავთობსადენის გარეშე მათი ქვეყნების ნავთობით უსაფრთხო მომარაგება შეუძლებელია.
მინისტრები აღნიშნავენ, რომ „დრუჟბაზე“ ახალი დარტყმების გამო, რომელიც 22 აგვისტოს განხორციელდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში ნავთობის მიწოდება 5 დღით შეწყდება.
ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს თქმით, ნავთობის მიწოდება მილსადენ "დრუჟბის" მეშვებით, მიმდინარე თვეში უკვე მესამედაა შეწყვეტილი. სიიარტომ თავდასხმას "უნგრეთის ომში ჩართვის მცდელობა" უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეჩერება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოქმედებს.
უკრაინულმა დრონებმა ბოლო 10 დღის განმავლობაში მესამედ შეუტიეს რუსეთში ნავთობსადენ "დრუჟბასთან" დაკავშირებულ ობიექტებს. უნგრეთის ხელისუფლება უკრაინას ქვეყნის ენერგომომარაგების შეფერხებაში ადანაშაულებს.