ოპოზიციის გეგმა - პოლიტიკური შეფასება

26 აგვისტო 2025, 14:19 147 ნახვა

რვა ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბრისთვის  დაანონსებული აქცია დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა. გახარიას პარტია ერთ-ერთია, რომელიც პროტესტს არ უერთდება, თუმცა აქ აცხადებენ, რომ მათი მიზანი მაინც უცვლელია - ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. 

რაც შეეხება ქუჩის საპროტესტო აქციებს, ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ისინი კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით უკომპრომისო ბრძოლაში არიან და არ აპირებენ კურსის შეცვლას.

მმართველი გუნდისთვის კი არ აღმოჩნდა მოულოდნელი ოპოზიციის გეგმა და ანონსი.

სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რევოლუციურ სცენარებს  საქართველოში განვითარება ვერ ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში