საქართველოს კულტურის მინისტრმა აჭარაში შეხვედრები გამართა

28 აგვისტო 2025, 14:54 173 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძემ შეხვედრა გამართა აჭარის კულტურის მინისტრთანაც.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ასევე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ინოვაციური კულტურული ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების შემოქმედებით პროცესებში ჩართვის შესაძლებლობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში