ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო, მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში - პაპუაშვილი

02 სექტემბერი 2025, 11:58 81 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მანანა მენაბდემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდე იყო მუსიკოსი, რომლის გამორჩეულმა სტილმა და შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში. მან ღირსეულად განაგრძო დები იშხნელების ოჯახის უნიკალური მუსიკალური ტრადიციები. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება უყვარს“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში