ჯაფარიძე-ხაზარაძემ საპატიმრო დატოვეს

05 სექტემბერი 2025, 18:01 133 ნახვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს.  მათ პირველი განცხადებებიც გააკეთეს. მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება იმავე ბრალდებით დაკავებულ სხვა პოლიტიკოსებსაც არ გაათავისუფლებს, მაშინ ნათელი გახდება, რომ ისინი კანონს საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებენ.

,,ლელოს“ ლიდერები ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად  არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობენ.  

შეწყალების შემდეგ ,,კოალიცია ცვლილებებისთვის“  ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწოდა რომ უარი თქვან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას ოპოზიციის დანარჩენ ნაწილშიც მიესალმებიან, თუმცა არ სჯერათ რომ ამ გადაწყვეტილებით ,,ქართული ოცნება“  კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას გეგმავს.

მმართველი პარტიის გენ მდივანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჰუმანურ აქტს უწოდებს, პრემიერი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი