კლასიკური მუსიკის საღამო

15 სექტემბერი 2025, 10:08 155 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამო“ გაიმართა. კონცერტში ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სოლო შემსრულებლები სოფო ხალვაში, ბაჩო ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, აჩიკო ბერიძე და თამთა ხუხუნაიშვილი მონაწილეობდნენ.

მუსიკალური საღამო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა. შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები და სიმღერები.

კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტ ''მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში გაიმართა. 

პროექტი აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი