საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

19 სექტემბერი 2025, 17:54 113 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.

მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს.

დოკუმენტი მიზნად ისახავს სისხლის სამართლის სფეროში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთდახმარების მექანიზმების განახლებას და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ისახავს მიზნად.

მინისტერიალის მთავარი თემაა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სამართლებრივი ურთიერთდახმარება. ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი