ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო

19 სექტემბერი 2025, 19:51 101 ნახვა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მე-19 პაკეტი მიიღო.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება, რის გამოც ევროკავშირი კრძალავს  ევროპულ ბაზრებზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს.

ასევე, ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს, ამ დროისთვის სანქციების ქვეშ იმყოფება 56-ზე მეტი გემი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების პაკეტის სამიზნე ასევე ფინანსური ხვრელებია, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი