საპარლამენტო არჩევნები ერაყში

11 ნოემბერი 2025, 11:54 100 ნახვა

ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი მეორე ვადისთვის იბრძვის.

წინასწარი პროგნოზით, 329 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სუდანის ბლოკი ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მიაღწევს, რაც ნიშნავს არჩევნების შემდგომ თვეებში  მოლაპარაკებებს შიიტ და სუნიტ მუსლიმ, ასევე ქურთულ პარტიებს შორის სამთავრობო თანამდებობების გაყოფისა და პრემიერ-მინისტრის არჩევასთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 7 740-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს, რომელთაგან მესამედი ქალია.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე