სენატმა დაამტკიცა დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რომელმაც ე.წ. „შათდაუნი“ უნდა დაასრულოს

11 ნოემბერი 2025, 11:53 98 ნახვა

აშშ-ის სენატმა მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია მიიღო და წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა.

  კანონპროექტს 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 40-ი კი წინააღმდეგი იყო.  ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნის" დასრულებისთვის საჭიროა, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც მიიღოს, სადაც კენჭისყრა ოთხშაბათს უნდა გაიმართოს.

კანონპროექტი ამის შემდეგ თეთრ სახლში გადაიგზავნება, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს, რაც მთავრობის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი იქნება.

შეგახსენებთ, აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი“ 40-ზე მეტი დღეა მიმდინარეობს.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე