არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, პრეზიდენტი შეხვდა ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.
,,ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.