ახალი საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით იწყება

24 სექტემბერი 2025, 09:52 185 ნახვა

2025-2026 წლების საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი სტარტს 26 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს, სადაც ტურნირის ყველა მატჩი გაიმართება.

დუდუ დადიანის მემორიალზე მოასპარეზე გუნდები წილისყრის შედეგად 3 ჯგუფში განაწილდნენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 26, 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ნახევარფინალებს ოლიმპიური სასახლე 30 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი 2 ოქტომბერს ჩატარდება.

საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ ბე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ქუთაისი“ და თსუ“ იქნებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე