საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ლივერპულში“, რომელიც ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი ალექსანდერ ისაკის გოლით 1:0 მოიგეს. 76-ე წუთზე შეა ჩარლზმა წონასწორობა აღადგინა.
86-ე წუთზე უგო ეკიტიკემ „საუთჰემპტონს“ მეორე გოლიც გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე