აზიის ქვეყნებში სუპერტაიფუნმა რაგასამ 20 ადამიანი იმსხვერპლა

24 სექტემბერი 2025, 13:03 195 ნახვა

აზიაში სუპერტაიფუნ „რაგასამ“ სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტაივანში, სადაც შტორმმა ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია, 14 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ 124 ადამიანი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც წინა საღამოს ჰუალიენის ოლქში კაშხლიდან წყალი გადმოვიდა და სოფლები დატბორა.

ფილიპინებში ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაკარგულად ითვლება. ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, შტორმმა 190 ათასზე მეტი მცხოვრები დააზარალა. სუპერტაიფუნის გამო სამხრეთ ჩინეთსა და ჰონგ-კონგში საზოგადოებრივი ცხოვრება გაჩერდა. ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი გაუქმდა. 

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ხელისუფლებამ სკოლები დახურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი  და გზების მშენებლობა შეაჩერა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე