რუსეთ-უკრაინის ომი

24 სექტემბერი 2025, 20:02 196 ნახვა

ნოვოროსიისკში დრონით თავდასხმა განხორციელდა, განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა. მან თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „თავდასხმის სამიზნე ქალაქის ცენტრალური ნაწილი იყო.  წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასტუმროს შენობა“, - წერს კონდრატიევი ტელეგრამზე.

კასპიის მილსადენების კონსორციუმმა განაცხადა, რომ დრონით თავდასხმის შედეგად ნოვოროსიისკის ცენტრში მდებარე მისი ოფისი დაზიანდა. „კომპანიის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადმინისტრაციული ოფისის მუშაობა დროებით შეჩერებულია და თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან“, - ნათქვამია კონსორციუმის  მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნოვოროსიისკზე დრონით თავდასხმის შემდეგ სოჭში სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის  ევაკუაცია განხორციელდა.

„როსავიაციამ“ გაავრცელა განცხადება, რომ სოჭის აეროპორტში ფრენები შეჩერდა, ხოლო ქალაქის მერმა, ანდრეი პროშუნინმა, უპილოტო ნავების საფრთხის შესახებ განაცხადა.

ტუაფსის მერმა შავ ზღვაში უპილოტო ნავების დაფიქსირების გამო მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვება სთხოვა. უპილოტო ნავებით თავდასხმის საფრთხის შესახებ განაცხადეს გელენჯიკშიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე