ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში

26 სექტემბერი 2025, 20:02 109 ნახვა

ხვალ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში. შეჯიბრება ახალგაზრდებისა და დიდების კატეგორიაში ტარდება. საქართველოს ნაკრები ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ამჯერადაც კონტინენტის პირველობაზე მთავარ ფავორიტად მოიაზრება.

ტურნირში 25 ქვეყნის 500 სპორტსმენი მონაწილეობს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის. დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ოფიციალური რეგისტრაცია გაიარეს და წონებიც წარმატებით ჩააბარეს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ევროპის კონტაქტური კარატეს ორგანიზაციის მსაჯთა კომიტეტმა მსაჯების ტესტირება-ლიცენზირება ჩაატარა, რომელშიც სამი ქართველი მსაჯი მონაწილეობდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საერთაშორისო კატეგორიის სამი არბიტრი - ვლადიმერ შენგელია, ბექა მჭედლიშვილი და დავით ცერცვაძე ეყოლება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე