შუახევის სპორტულ ცენტრში, ფარმაციის დოქტორისა და პროფესორის, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტრადიციული ღია ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში აჭარიდან 2008–2010 წლებში დაბადებული სპორტსმენები, ასევე ცაგერის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ნაკრები გუნდები მონაწილეობდა. ჭიდაობა 6 წონით კატეგორიაში გაიმართა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე