დღეს უნგრეთში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა კონტაქტურ კარატეში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობს. შეჯიბრება ახალგაზრდებისა და დიდების კატეგორიაში იმართება.
ტურნირში 25 ქვეყნის 500 სპორტსმენი მონაწილეობს როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის. ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენებს საქართველოს საერთაშორისო კატეგორიის სამი არბიტრი - ვლადიმერ შენგელია, ბექა მჭედლიშვილი და დავით ცერცვაძე შეაფასებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე