მასტერკლასები კონსერვატორიაში

29 სექტემბერი 2025, 17:56 133 ნახვა

ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში ახალგაზრდა პიანისტებისთვის პიანისტი თამარ ლიჩელის მასტერკლასები გაიმართა, ხვალ კი ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი გიგი პიანომენის კონცერტს უმასპინძლებს, სახელწოდებით „იმპროვიზაციები პოპულარულ ქართულ მუსიკალურ თემებზე“.

კონცერტი 18:00 ზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება,  მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებაა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე