საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს კარატეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა 14 მედალი მოიპოვეს.
ბიჭებში საქართველომ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ჯამში დიდებს შორის ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ახალგაზრდებმა კონტინენტის პირველობა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ცნობისთვის, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში 9-10 მაისს ბათუმი უმასპინძლებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე