თორნიკე შენგელიას დებიუტი ევროლიგაზე „ბარსელონას" მაისურით 

01 ოქტომბერი 2025, 08:04 81 ნახვა

ევროლიგის ახალ სეზონში თორნიკე შენგელია ახალ გუნდთან - „ბარსელონასთან“ ერთად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ესტუმრა და ისრაელის „ჰაპოელთან“ ითამაშა. მთელი მატჩს განმავლობაში უპირატესობას „ჰაპოელი“ ფლობდა და საბოლოოდ 103:87 გაიმარჯვა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, 24 წუთი ითამაშა და მატჩი 8 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა.

ევროლიგაზე მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 3 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე „პანათინაიკოსი“ იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე