იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

01 ოქტომბერი 2025, 13:30 77 ნახვა

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იაროსლავის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

რეგიონის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა განაცხადა, რომ ხანძარი უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად არ გაჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ კიევი სისტემატურად ესხმის თავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში გაანადგურეს 20 უკრაინული დრონი ბელგოროდის, როსტოვის, სარატოვის და ვორონეჟის ოლქებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე