სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

04 ოქტომბერი 2025, 19:56 265 ნახვა

ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. შსს ხმოვანი სიგნალის მეშვეობით პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად და მოუწოდებენ მათ, მოარიდონ ბავშვები, ქალები და მოხუცები ტერიტორიას.

მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

პერიოდულად, პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე