საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ სუპერლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

10 ოქტომბერი 2025, 21:47 143 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა"  სუპერლიგის 2025/26 სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ბუბა ბერიშვილის გუნდი პირველი ტურის შეხვედრაში სტუმრად გურჯაანის „დელტას“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 107:81 დაამარცხა.

ბათუმელებს მაირინი ტომასმა ულიდერა, რომელმაც 25 წუთი ითამაშა და ამ დროში 25 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ჯერემი შოსა და გიორგი ოჩხიკიძესაც. შო გუნდს 20 ქულით, ხოლო ოჩხიკიძე 18 ქულითა და  9 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 26 ოქტომბერს შინ, კავკასიის უნივერისტეტის გუნდთან გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე