თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ „ვალენსიასთან“ 12 ქულა მოუტანა

11 ოქტომბერი 2025, 11:46 87 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 108:102 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 30 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა.

შენგელიამ 11-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ასევე 5-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ესპანურ გრანდს ევროლიგაში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ორი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს აღნიშნულ ტურნირზე შენგელიას გუნდი 14 ოქტომბერს თელ-ავივის „მაკაბისთან“ ჩაატარებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში