საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

12 ოქტომბერი 2025, 11:59 87 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.  ანგარიში პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გაიხსნა – გოლი პინომ გაიტანა, ესპანეთის ნაკრები მთელი ტაიმი სრულ დომინაციას ფლობდა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, ესპანეთმა მეორე გოლის გატანა საჯარიმო დარტყმით 64-ე წუთზე შეძლო. 

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, 22:45 საათზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ‘’E’’ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მას აუცილებლად მოგება სჭირდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე