გელა ზაალიშვილის ოქროს დაბრუნება 

13 ოქტომბერი 2025, 09:19 100 ნახვა

ესპანეთის ქალაქ მალაგაში დასრულდა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, მათ შორის მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ორწლიანი დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ პირველად იჭიდავა.

26 წლის ზაალიშვილმა მალაგაში ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო. ფინალში კი ლტოლვილთა გუნდის წარმომადგენელი ადნან ხანკანი 52 წამში შებოჭა და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბრიტანელ ჯეიმს უელერ-ჰენრის, ესპანელ როდრიგო გარსია როხასსა და თურქ მუნირ ერტუგს აჯობა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 19 წლის მიხეილ კუპრაშვილმა იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე