ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს

17 ოქტომბერი 2025, 09:55 132 ნახვა

დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს. მედიის ცნობით, მას ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის 8, ხოლოდ ინფორმაციის შენახვისთვის 10 ბრალდება აქვს წაყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლტონი თავის ორ ნათესავთან ელექტრონული შეტყობინენებით აზიარებდა ინფორმაციას, რომლებიც მან მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებიდან, უცხოელ ლიდერებთან საუბრებიდან და სადაზვერვო ბრიფინგებიდან მიიღო. 

ბრალის წაყენებას გამოეხმაურა პრეზიდენტის თავად ბოლტონიც, რომელმაც  აღნიშნა, რომ ის ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში