2 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება - დაკავებულია ერთი პირი

24 ოქტომბერი 2025, 10:59 158 ნახვა

სამართალდამცველებმა 2 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია,  რომ დაკავებულმა გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც. 

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე