რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

24 ოქტომბერი 2025, 14:14 111 ნახვა

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულთა სახელები და გვარები, რომელთა შორის არიან აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ასევე, იურისტ გიორგი მშვენიერაძის შვილი, დავით მშვენიერაძე, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე.

საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქუჩების გადაკეტვა გარე ზეწოლის შედეგია, როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს ეს დაუშვებელია და ამ ყველაფერს დასასრული ექნება.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიიღო კანონები და აამოქმედა სწრაფი ტემპით, დიქტატურაში ცხოვრებას კი არ აპირებენ ადამიანები, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე