ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა. დაკავებულთა შორის 2 ნარკორეალიზატორია.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს იმერეთში.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 27 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
ასევე, ბრალდებულის მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია, 4 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.