ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო

01 ნოემბერი 2025, 09:34 108 ნახვა

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა. პრესსპიკერის განცხადებით, ადგილობრივი დროით 20:08-დან 21:58 საათამდე აეროპორტში ავიარეისები შეჩერდა.

ბრანდენბურგის პოლიციის ინფორმაციით, აეროპორტთან დრონი დაახლოებით 20:00 საათზე შენიშნეს. პოლიციამ პილოტის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა.

რეისები, რომლებიც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტიდან უნდა განხორციელებულიყო სხვა აეროპორტში გადამისამართდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე